საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი "გარემო და საზოგადოება (es.tsu.ge)" აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მე-19 ნომრისთვის. განსახილველად მიიღება 3000-დან 6000 სიტყვამდე მოცულობის ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ მომზადებული ნაშრომები, რომლებიც მოიცავს კონცეპტუალურ, ანალიტიკურ, თეორიულ ან/და ემპირიულ კვლევებს. რედაქციაში შემოსული სტატიები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი.
სტატიები მიიღება 23 მარტის ჩათვლით მისამართზე es@tsu.ge. ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ჟურნალის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით.